Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დაბა წაღვერში ზოგიერთ ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია
ambebi.ge
26 July 2017, 21:20
დაბა წაღვერში ზოგიერთ ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ინტენსიურად მიმდინარეობს, Advertisement დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 100-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონებიდან.

ხანძარის რამდენიმე კერა დაახლოებით 5ჰა-მდე ფართობზე ფიქსირდება. მეხანძრე-მაშველებმა ზოგიერთ ადგილზე უკვე მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს ქარი და რთული რელიეფი. იმ ადგილზე სადაც ტექნიკით მისვლა შეუძლებელია, ქვეითი მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები, ასევე, მუშაობს ვერტმფრენი.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი